ნ'გოლო კანტემ ვარჯიში განაახლა
ნ'გოლო კანტემ ვარჯიში განაახლა

ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველმა ნ’გოლო კანტემ გუნთან ერთად ვარჯიში განაახლა. როგორც ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC) იტყობინება, ფრანგი თანაგუნდელებისგან განცალკევებით ვარჯიშობდა.

შეგახსენებთ, 22 მაისს ცნობილი გახდა, რომ კანტეს კლუბმა და მთავარმა მწვრთნელმა ფრენკ ლამპარდმა სახლში ვარჯიშის ნება დართეს. „სკაი სპორტსის“ ინფორმაციით, ფრანგმა ჯანმრთელობის მდგომარეობის სიფრთხილის გამო პატარ-პატარა ჯგუფებთან ერთად მომზადებაზე უარი განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში პანდემიად გამოცხადებული კოვიდ 19-ის გამო შეჩერებული პრემიერლიგის გაგრძელება ივნისის შუა რიცხვებში იგეგმება.