ნ'გოლო კანტემ „ჩელსის“ შეკრება მიატოვა
ნ'გოლო კანტემ „ჩელსის“ შეკრება მიატოვა

„ჩელსის“ ნახევარმცველმა ნ’გოლო კანტემ დატოვა ლონდონური კლუბის ტურნე და შეკრება, რომელიც იაპონიაში მიმდინარეობს.

როგორც კლუბის ოფიციალური ვებგვერდი წერს, ფრანგი ფეხბურთელი დაბრუნდება ინგლისში, სადაც დაიწყებს ტრავმირებული მუხლის მკურნალობას. კანტეს ეს დაზიანება გასული სეზონის ბოლოდან აწუხებს. კერძოდ, 28 წლის ფრანგმა ტრავმა ევროპის ლიგის ფინალის წინ მიიღო.

შეგახსენებთ, რომ იაპონიაში „ჩელსიმ“ ბოლო ამხანაგური მატჩი „კავასაკისთან“ 0:1 წააგო. ეს იყო გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელის ფრენკ ლემპარდის პირველი მარცხი ახალ ამპლუაში.