ნ'გოლო კანტე პირველ გუნდურ ვარჯიშს გამოტოვებს
ნ'გოლო კანტე პირველ გუნდურ ვარჯიშს გამოტოვებს

ლონდონის „ჩელსიმ“ ნახევარმცველ ნ’გოლო კანტეს ნება დართო, კორონავისურით გამოწვეული პაუზის შემდგომი პირველი გუნდური ვარჯიში გამოტოვოს. ფრანგმა ფეხბურთელმა გადაწყვიტა, სახლში ივარჯიშოს, რადგან მის ოჯახის წევრებს გულის დაავადებების ისტორია აქვთ და არ სურს, მათი რისკის ქვეშ დაყენება.

ამ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა „ტელეგრაფი“ ავრცელებს.

თავად ფეხბურთელმა ტესტი უკვე გაიარა, რისი პასუხის უარყოფითი იყო.

შეგახსენებთ, რომ კანტე „ჩელსის“ ღირსებას 2016 წლიდან იცავს. მის სანაცვლოდ ლონდონელებმა „ლესტერ სიტის“ 35.8 მილიონი ევრო გადაუხადეს. მიმდინარე სეზონში ნ’გოლომ 22 მატჩი ჩაატარა და მეტოქის კარში სამი გოლი გაიტანა.