ნგოლო კანტე ჯგუფურ ვარჯიშებს ისევ ერიდება
ნგოლო კანტე ჯგუფურ ვარჯიშებს ისევ ერიდება

ლონდონის „ჩელსის“ ფრანგ ნახევარმცველ ნგოლო კანტეს ჯერ-ჯერობით არ გადაუწყვეტია, დაასრულებს თუ არა მიმდინარე სეზონს გუნდთან ერთად. წყაროს ინფორმაციით, ფეხბურთელს კორონავირუსით დაინფიცირების ეშინია, რადგან ოჯახში გულის დაავადებების ისტორია აქვს.

ამჟამად კანტე ინდივიდუალურად ემზადება და ჯგუფურ ვარჯიშებს ერიდება, „ჩელსის“ ხელმძღვანელობა კი არ აპირებს, ფეხბურთელს რაიმე ვალდებულება დააკისროს. ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ მთავარი მწვრთნელი ფრენკ ლამპარდი ამუშავებს სქემებს, რომელშიც კანტე არ მოიაზრება.

მიმდინარე სეზონში 29 წლის ფრანკმა მონაწილეობა 18 მატჩში მიიღო და სამი გოლი გაიტანა.