ნ'გოლო კანტე ევროპის ლიგის ფინალს გამოტოვებს
ნ'გოლო კანტე ევროპის ლიგის ფინალს გამოტოვებს

ლონდონის „ჩელსის“ წამყვანი ნახევარმცველი ნ’გოლო კანტე, დიდი ალბათობით, გამოტოვებს ევროპის ლიგის ფინალს „არსენალის“ წინააღმდეგ.

როგორც გაზეთი „გარდიანი“ წერს, ფრანგმა ფეხბურთელმა ერთ-ერთი ბოლო ვარჯიშის დროს მუხლი დაიზიანა და მინდორი სასწრაფოდ დატოვა. 28 წლის კანტეს დაბრუნების თარიღის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობს, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ის თავის გუნდს ფინალში ვერ დაეხმარება.

კანტემ ცოტა ხნის წინ ერთხელ უკვე დაიზიანა მუხლი – ეს მოხდა მაისის დასაწყისში, პრემიერლიგის 37-ე ტურში „უოტფორდის“ წინააღმდეგ. ამის გამო, ნახევარმცველმა დაახლოებით ორი კვირა გამოტოვა და რამდენიმე დღის წინ დაუბრუნდა ვარჯიშებს.

„ჩელსისა“ და „არსენალის“ ფინალი 29 მაისს, ბაქოს „ოლიმპიურ სტადიონზე“ გაიმართება.