ნგანუ - 100 პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ ფიურის დავანოკაუტებ #1TVSPORT
ნგანუ - 100 პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ ფიურის დავანოკაუტებ #1TVSPORT

UFC-ის მძიმეწონოსანი ჩემპიონი (17-3) ფრენსის ნგანუ დარწმუნებულია, რომ WBC -ის ქამრის მფლობელს, დაუმარცხებელ მოკრივე ტაისონ ფიურის (32-0) ნოკაუტით მოუგებს. ნგანუ ამ ეპიკური ორთაბრძოლის თარიღსაც ასახელებს და ამბობს, რომ 2023-ში „ბოშათა მეფეს“ უცილებლად დაუპირისპირდება.

„მე და ფიურის ეს ბრძოლა გვსურს, – ციტირებს ნგანუს სიტყვებს MMA Hour. – შეამჩნევდით, რომ ჩვენ ერთმანეთს პატივს ვცემთ. ფიურიმ ეფექტურად დაამარცხა უაიტი. ვფიქრობ, ჩვენი ბრძოლა მომავალ წელს აუცილებლად გაიმართება. 100 პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ ფიურის დავანოკაუტებ, ადვილი ნამდვილად არ იქნება, მაგრამ ასე მოხდება“.

შეგახსენებთ, რომ დაუმარცხებელმა მძიმეწონოსანმა ჩემპიონმა, ტაისონ ფიურიმ 24 აპრილს WBC -ის ქამარი დაიცვა და დილიან უაიტი (28-3) მეექვსე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.