ნევადაში არჩევნების შედეგების გამოცხადება 5 ნოემბრამდე აღარ იგეგმება
ნევადაში არჩევნების შედეგების გამოცხადება 5 ნოემბრამდე აღარ იგეგმება

​ნევადას შტატში ხმების დათვლის პროცესი 5 ნოემბრამდე შეწყდა.​ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ აუცილებელია 3 ნოემბერს ფოსტით გაგზავნილი ხმების დათვლა; ასევე აუცილებელია, დამუშავდეს ის პროტოკოლები, რომლებსაც კომისია ფოსტით უახლოეს კვირებში მიიღებს. ამავე დროს, კომისიაში აცხადებენ, რომ აუცილებელია ზოგიერთი ამომრჩევლის იდენტიციფირება.

კომისიის ცნობით, არჩევნების შედეგების გამოცხადება ნევადაში 5 ნოემბრამდე აღარ იგეგმება.

ნევადა ერთ-ერთია იმ ექვს შტატს შორის, სადაც გამარჯვებულის ვინაობა უცნობია.

წინასწარი მონაცემებით, დათვლილია ხმების 67 პროცენტი და ამ ეტაპზე მცირე უპირატესობით ლიდერობს ჯო ბაიდენი. მას ამომრჩეველთა ხმების 49,3 პროცენტი აქვს, ხოლო ტრამპს 48,7 პროცენტი.