„ნეტფლიქსი“ აირტონ სენაზე მინისერიალს გადაიღებს #1TVSPORT

18:00, 22.03.2023
Portrait of Ayrton Senna of Brazil as he sits aboard the #1 Honda Marlboro McLaren McLaren MP4/5 Honda V10 during practice for the Hungarian Grand Prix on 12 August 1989 at the Hungaroring Circuit, Budapest, Hungary. (Photo by Pascal Rondeau/Getty Images)

კომპანია „ნეტფლიქსი“ იღებს ახალ მინისერიალს ფორმულა 1-ში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონზე, აირტონ სენაზე.

ექვსსერიანი მინისერიალი, რომლის გადაღებაზეც უფლება გასცა სენას ოჯახმა, ბრაზილიელი მრბოლელის კარიერის შესახებ მოყვება. თხრობა დაიწყება ადრეული ასაკიდან სენას აღზევების ისტორიით, როცა ის ინგლისში გადავიდა Formula Ford-ში გამოსასვლელად და დასრულდება ბრაზილიელის ტრაგიკული დაღუპვით 1994 წელს სან მარინოს გრან პრიზე.

როგორ ფორმულა 1-ის ოფიციალური ვებგვერდი წერს, მთავარ როლს ბრაზილიელი გაბრიელ ლეონე შეასრულებს.

„ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა, აგრეთვე დიდი პატივი, რომ წარმოვადგინო კერპი, რომელიც აღმაფრენას აძლევდა ბევრ ადამიანს მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში და უჩვენებდა მსოფლიოს ბრაზილიური სპორტის ტალანტს. ჩვენ ამ ისტორიას მივიტანთ მილიონობით ადამიანთან მთელ მსოფლიოში, ამიტომაც განვიხილავ ამას, როგორც ერთ-ერთ უდიადეს როლს ჩემს კარიერაში“, – განაცხადა ლეონემ.

მინისერიალი ჩაუღრმავდება არა მხოლოდ მოვლენებს ტრასაზე, არამედ მოყვება სენას ცხოვრების შესახებ ტრასის მიღმა, მათ შორის მის პირად ურთიერთობებზე.

მსგავსი