ნეპალში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 55-მდე გაიზარდა

01:04, 15.07.2019

ნეპალში წყალდიდობისა და მეწყრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 55-მდე გაიზარდა. „როიტერის“ ინფორმაციით, სტიქიის შედეგად 30 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა.

მუსონურმა წვიმებმა მთიან ნეპალში ასეულობით ჰექტარი მიწის ნაკვეთი დატბორა, დააზიანა სახლები, ხიდები და გზები კი დაანგრია.

გადაუღებელი წვიმების გამო, საცხოვრებელი 10 000-მა ადამიანმა დატოვა. სტიქიის შედეგად, სხეულის დაზიანება 33-მა ადამიანმა მიიღო.

ნეპალის მთავრობის პრესსპიკერის, გოკულ ბანსკოტას განცხადებით, მუსონურმა წვიმებმა ქვეყნის ეკონომიკას დიდი ზარალი მიაყენა.

მუსონური წვიმის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა ინდოეთის ასამის შტატში, სადაც სტიქიის გამო საცხოვრებელი 1.5 მილიონმა ადამიანმა დატოვა.

მსგავსი