ნენსი პელოსი აცხადებს, რომ აშშ-ის „ღია ცის შეთანხმებიდან“ უეცარი გასვლა ქვეყნის სანდოობას ამცირებს
ნენსი პელოსი აცხადებს, რომ აშშ-ის „ღია ცის შეთანხმებიდან“ უეცარი გასვლა ქვეყნის სანდოობას ამცირებს

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი აცხადებს, რომ აშშ-ის „ღია ცის შეთანხმებიდან“ უეცარი გასვლა ქვეყნის სანდოობას ამცირებს. ამის შესახებ მან „ტვიტერში“ დაწერა.

„ღია ცის შეთანხმებიდან“ ჩვენი შემცვლელის გარეშე გამოსვლა აკნინებს ჩვენი ქვეყნის სანდოობას გლობალურ საზოგადოებაში და ამერიკელების უსაფრთხოების დონეს ამცირებს“, – განაცხდა პელოსიმ.

საუბარია შეთანხმებაზე, რომლის ფარგლებშიც წევრ ქვეყნებს შეუძლიათ, ავიაციის მეშვეობით სხვა წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე სადამკვირვებლო ფრენები განახორციელონ. აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ქვეყანა შეთანხმებას რუსეთის მხრიდან განმეორებითი დარღვევების ფონზე ტოვებს.