ნემსაძე „დილაში“ რჩება, გოშთელიანს იჯარა დაუსრულდა
ნემსაძე „დილაში“ რჩება, გოშთელიანს იჯარა დაუსრულდა
გორის „დილა“ 22 წლის გურამ გოშთელიანმა დატოვა – საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელის ტრანსფერი „საბურთალოს“ ეკუთვნის, გორში კი იჯარით თამაშობდა და, რადგან საიჯარო ხელშეკრულების ვადა დაუსრულდა, თავის გუნდს დაუბრუნდება.
 
ამავე დროს, ცნობილი გახდა, რომ გორის „დილას“ მთავარი მწვრთნელი გიორგი ნემსაძე კლუბთან ახალ კონტრაქტს უახლოეს დღეებში გააფორმებს.
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და თბილისის „დინამოს“ ყოფილმა კაპიტანმა „დილა“ სეზონის მსვლელობისას ჩაიბარა, აუტსაიდერი გუნდით ეროვნული ლიგის ფინიში ღირსეულად ჩაატარა და ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.
დატოვე კომენტარი