ნეიროქსელმა სამხრეთ ამერიკის ყველა დროის ნაკრები შეადგინა - ერთი ფეხბურთელი დღემდე თამაშობს #1TVSPORT
ნეიროქსელ ChatGPT-ს თხოვეს სამხრეთ ამერიკის ყველა დროის ნაკრების შედგენა კონტინენტის ლეგენდარული წარმომადგენლებისგან. ამისთვის აირჩიეს სქემა 4-3-3 და შეიქმნა იდეალური გუნდი.
სიმბოლური ნაკრები საკმაოდ შთამბეჭდავი გამოვიდა.

კარში აღმოჩნდა უბალდო ფილოლი არგენტინიდან, მსოფლიოს 1978 წლის ჩემპიონი, რომელმაც ევროპაში ორი სეზონი ითამაშა „ატლეტიკოში“.
დაცვის ოთხეული შეადგინეს რობერტო კარლოსმა (მსოფლიო ჩემპიონი – 2002), ელიას ფიგეროამ (ჩილეს ფეხბურთის ლეგენდა), დანიელ პასარელამ (მსოფლიო ჩემპიონი – 1978 და 1986) და კაფუმ (მსოფლიო ჩემპიონი – 1994 და 2002).
ნახევარმცველთა სამეულში მოხვდნენ ზიკო (სამხრეთ ამერიკის სამგზის საუკეთესო ფეხბურთელი), ხუან რომან რიკელმე (ოლიმპიური ჩემპიონი და არგენტინის ოთხგზის საუკეთესო ფეხბურთელი) და დიადი დიეგო მარადონა (მსოფლიო ჩემპიონი – 1986).
შემტევ ტრიოში არიან: პელე (მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი – 1958, 1962 и 1970), რონალდო (მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი – 1994 და 2002, „ოქროს ბურთის“ ორგზის მფლობელი) და ლიონელ მესი (მსოფლიო ჩემპიონი – 2022, „ოქროს ბურთის“ რვაგზის მფლობელი).