„ნეიმეგენი“-„ვიტესის“ მატჩის დროს ტრიბუნა ჩამოინგრა [ვიდეო] #1TVSPORT
„ნეიმეგენი“-„ვიტესის“ მატჩის დროს ტრიბუნა ჩამოინგრა [ვიდეო] #1TVSPORT

ნიდერლანდების ჩემპიონატის მეცხრე ტურის მატჩში „ნეიმეგენმა“ „ვიტესს“ უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა – 0:1. შეხვედრა ნეიმეგენში, „დე გოფერტის“ სტადიონზე მიმდინარეობდა.

„ვიტესის“ ფანების ერთმა ნაწილმა გამარჯვების აღსანიშნავად ხტუნაობა დაიწყო, რაც ტრიბუნის ჩამონგრევის მიზეზი გახდა. ამ ძალიან სახიფათო ინციდენტის მიუხედავად, გულშემატკივრები გადარჩნენ და ერთი ადამიანიც კი არ დაშვაბეულა.

„ვიტესის“ ფეხბურთელებმა ჩამონგრეულ ტრიბუნასთან მიირბინეს, „დაზარალებული“, მაგრამ გამარჯვებული გულშემატკივრები კი ზეიმს მაინც განაგრძობდნენ.