ნეიმარს VIP-პროსტიტუციის ქსელის სპონსორობაში სდებენ ბრალს
ნეიმარს VIP-პროსტიტუციის ქსელის სპონსორობაში სდებენ ბრალს

ბრაზილიელი მოდელი ნაჯილა ტრინდადე, რომელიც გასულ წელს „პარი სენ-ჟერმენის” ფორვარდ ნეიმარს გაუპატიურებაში ადანაშაულებდა, ახალ სასამართლო სარჩელს მოამზადებს ბრაზილიელი ფეხბურთელის წინააღმდეგ.

მოდელის ადვოკატმა კოსმი დოს სანტოსმა პრესტიჟულ გამოცემა UOL Esporte-ს განუცხადა, რომ სწორედ ის იმუშავებს ნეიმარის წინააღმდეგ ახალ იურიდიულ ბრალდებაზე.

ლაპარაკია შესაძლო დანაშაულზე, რომელიც უკავშირდება VIP-პროსტიტუციის ორგანიზებულ ქსელს, რომლის გავლითაც ქალები სექსუალური ექსპლუატაციისთვის ბრაზილიიდან საფრანგეთში ჩაჰყავდათ. რას ეფუძნება დანაშაულში ნეიმარის მონაწილეობის მტკიცებულება – არ იტყობინებიან.

ნეიმარის იურისტებმა ახალი ბრალდების შესახებ შეკითხვაზე განაცხადეს, რომ დღეისთვის მათ არანაირი იურიდიული შეტყობინება არ აქვთ მიღებული სავარაუდო სარჩელის შესახებ.