ნეიმარს უძრავი ქონების 36 ობიექტი დაუყადაღეს
ნეიმარს უძრავი ქონების 36 ობიექტი დაუყადაღეს

ბრაზილიის სასამართლომ გადასახადების დამალვის გამო „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდ ნეიმარის უძრავი ქონების 36 ობიექტი დააყადაღა, – წერს გამოცემა „ფოლჟა დე საო პაულო“ (Folha de Sao Paulo).

კერძოდ, დაყადაღებულია ორი სახლი სან პაულუში, რომელთა საერთო ფართობი სამი ათასი კვადრატული მეტრია, ხოლო ღირებულება 10 მილიონ ევროს შეადგენს. ნეიმარს შეუძლია ამ შენობებით სარგებლობა, მაგრამ არ აქვს გაყიდვის უფლება.

ბრაზილიის მთავრობა 27 წლის ნეიმარისგან 15.6 მილიონ ევროს ითხოვს, ფეხბურთელის ადვოკატები კი ცდილობენ ეს თანხა 13 მილიონამდე ჩამოიყვანონ.

ნეიმარს 2013 წელს, 42.5 მილიონი ევრო აქვს გადახდილი გადასახადების დამალვის გამო. მაშინდელი ფინანსური დარღვევა „ბარსელონაში“ გადასვლას უკავშირდება.