ნეიმარს ტრავმა აქვს და „ალ-ჰილალის“ მწვრთნელისთვის უცნობია, როდის დაბრუნდება ის #1TVSPORT
ნეიმარს ტრავმა აქვს და „ალ-ჰილალის“ მწვრთნელისთვის უცნობია, როდის დაბრუნდება ის #1TVSPORT

საუდის არაბეთის გუნდის, „ალ-ჰილალის“ მთავარი მწვრთნელის, ჟორჟე ჟეზუსის განცხადებით, ახალწვეული ნეიმარი ტრავმირებულია და უცნობია, როდის დაბრუნდება მოედანზე.

ბრაზილიელი ვარსკვლავი არაბულმა კლუბმა 90 მილიონ ევროდ შეიძინა და ის წელიწადში, ყველა ბონუსის გათვალისწინებით, 200 მილიონ ევროს მიიღებს ანაზღაურების სახით. ფეხბურთელსა და „ალ-ჰილალს“ შორის ორწლიანი ხელშეკრულება გაფორმდა.

„ნეიმარი ტრავმირებული ჩამოვიდა. მას ფეხის კუნთზე პრობლემა აქვს და რეაბილიტაციის პროცესს გადის. ჩემთვის უცნობია, როდის შეძლებს მოედანზე გასვლას.

შემიძლია გითხრათ, რომ სექტემბერში ის სანაკრებო შეკრებაზე ბრაზილიაში ვერ გაემგზავრება. შესაძლოა, ის ჩვენთვის ამის შემდეგ იყოს ხელმისაწვდომი“, – განაცხადა ჟეზუსმა.

ნეიმარის გუნდმა, „ალ-ჰილალმა“ საუდის არაბეთის უმაღლესი დივიზიონის ახალ სეზონში ორი მატჩი გამართა და ოთხი ქულა მოიპოვა.