ნეიმარს სპორტსმენებს შორის „ტვიტერში“ ყველაზე ხშირად განიხილავენ
ნეიმარს სპორტსმენებს შორის „ტვიტერში“ ყველაზე ხშირად განიხილავენ

ბრაზილიელ ფორვარდს „ტვიტერის“ სოციალურ ქსელში  სპორტსმენებს შორის (2019 წელს) ყველაზე ხშირად განიხილავენ.

მეორე ადგილი დაიკავა „ბარსელონას“ არგენტინელმა თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ, მესამე – „იუვენტუსის“ ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ.

„ტვიტერში“ ყველაზე პოპულარულ სპორტსმენთა ტოპ-ათეული ასე გამოიყურება:

1. ნეიმარი (ფეხბურთი)

2. ლიონელ მესი (ფეხბურთი)

3. კრიშტიანო რონალდო (ფეხბურთი)

4. ლებრონ ჯეიმსი (კალათბურთი)

5. კავაი ლეონარდი (კალათბურთი)

6. კობი ბრაიანტი (კალათბურთი)

7. ტომ ბრეიდი (ამერიკული ფეხბურთი)

8. კილიან მბაპე (ფეხბურთი)

9. კეისუკე ჰონდა (ფეხბურთი)

10. ანტონიო ბრაუნი (ამერიკული ფეხბურთი)

TOP-10 კლუბიდან, რომელსაც ყველაზე ხშირად განიხილავენ, ცხრა საფეხბურთოა: „ბარსელონა“, „რეალი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ლივერპული“, „პარი სენ-ჟერმენი“, „იუვენტუსი“, „მანჩესტერ სიტი“, „აიაქსი“და „ფლამენგო“.