ნეიმარს სასამართლოში უჩივიან
ნეიმარს სასამართლოში უჩივიან

მორიგ უსიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდა ნეიმარი – მას, შესაძლოა სასამართლოში ჰომოფობიისთვის უჩივლონ. „პარი სენ-ჟერმენის“ ვარსკვლავმა თავისი დედის 22 წლისშეყვარებული შეურაცხყო.

რამდენიმე თვის წინ გამოცხადდა, რომ ნეიმარის 52 წლის დედამ ნადინ გონსალვეშმა რომანი გააბა 22 წლის მოდელთან, ტიკ-ტოკერთან და კიბერსპორტსმენთან ტიაგო რამოსთან.

ამის შემდეგ დაიწერა, რომ ტიაგო რამოსი ღია ბისექსუალია და ადრე მამაკაცებთან ჰქონდა ურთიერთობა. ამას მოჰყვა ინფორმაცია, რომ წყვილი დაიშალა, შემდეგ კი ისევ შერიგდა. 2 ივნისს დაიწერა, რომ ბიჭი ხელებზე ჭრილობებით საავადმყოფოში მიიყვანეს და 12 ნაკერი დაადეს.

ოფიციალური ვერსიით, ეს იყო უბედური შემთხვევა, მაგრამ პოლიციას გაუჩნდა ეჭვი, რომ ეს შეიძლებოდა ძალადობის შემთხვევა ყოფილიყო, რადგან მეზობლებმა ნეიმარის დედის სახლიდან ყვირილის ხმები გაიგონეს.

ამ ყველაფერს მოყვა ინტერნეტში ნეიმარისა და მისი მეგობრების საუბრის აუდიოჩანაწერის გავრცელება. ფეხბურთელი ჰომოფობიურ სიტყვებს იყენებს მამინაცვალის მისამართით. მეგობრები ფორვარდს მხარდაჭერით ამხნევებენ, ერთ-ერთი კი ამბობს, რომ მის ადგილა რამოსს მოკლავდა.

ამის შემდეგ, ლგბტ-აქტივისტმა აგრიპინო მაგელანმა იურისტს სთხოვა შეემოწმებინა – რამდენად იყო ნეიმარის სიტყვები ჰომოფობიური. ახლა, მაგელანი ნეიმარის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს.

დატოვე კომენტარი