ნეიმარს „სანტოსის“ შემდეგ ევროპაში თამაში უნდა - ბრაზილიელი „ბარსელონაზე“ ოცნებობს #1TVSPORT
ნეიმარს „სანტოსის“ შემდეგ ევროპაში თამაში უნდა - ბრაზილიელი „ბარსელონაზე“ ოცნებობს #1TVSPORT

ბრაზილიელი ფორვარდი ნეიმარი ევროპაში დაბრუნებას იმედოვნებს და „ბარსელონაში“ თამაშზე ოცნებობს.

როგორც რადიო Cadena SER-ი ამტკიცებს, ნეიმარს ისევ უნდა ევროპის ტოპლიგებში თამაში და ამისთვის გეგმავს თავის ამჟამინდელ კლუბში, „სანტოსში“ სტაბილურ გამოსვლას.

ყველაზე მეტად 33 წლის ფეხბურთელს სურს „ბარსელონაში“ დაბრუნება, რომლის რიგებში 2013-17 წლებში თამაშობდა. თუმცა უცნობია, დაეთანხმება თუ არა კატალონური კლუბი ამ ვარიანტს.

„სანტოსში“ გადასვლის შემდეგ ოთხ მატჩში ნეიმარის ანგარიშზე ერთი გოლია, რომელიც ბრაზილიელმა პენალტით გაიტანა.