ნეიმარს სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია ორ მატჩამდე შეუმცირეს
PARIS, FRANCE - JANUARY 09: Neymar Jr of Paris Saint-Germain celebrates after scoring during the French Cup match between Paris Saint Germain and Guingamp at Parc des Princes on January 09, 2019 in Paris, France. (Photo by Aurelien Meunier - PSG/PSG via Getty Images)
„პარი სენ-ჟერმენის“ ბრაზილიელ ვარსკვლავ ნეიმარს ჩემპიონთა ლიგაზე სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია ორ მატჩამდე შეუმცირეს. ეს გადაწყვეტილება სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ გამოიტანა.
შეგახსენებთ, რომ უეფამ ნეიმარი გასულ სეზონში „მანჩესტერ იუნაიტედთან“ მერვედფინალური მატჩის წაგების შემდეგ მსაჯების შეურაცხყოფის გამო დასაჯა. მაშინ ბრაზილიელმა პარიზელთა კარში ბოლო წუთებზე დანიშნულ თერთმეტმეტრიანს „სამარცხვინო გადაწყვეტილება“ უწოდა.
ახლა, საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად, ნეიმარს მხოლოდ „რეალ მადრიდთან“ და „გალათასარაისთან“ მატჩების გამოტოვება მოუწევს, ხოლო ბრიუგესთან მატჩზე მოედანზე დაბრუნება შეეძლება.