ნეიმარს პსჟ-ის დატოვება სურს – მიზეზი კლუბის პრეზიდენტის სიტყვებია #1TVSPORT

20:26, 26.06.2022

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი ნეიმარი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას კლუბის დატოვებას აპირებს. ამის შესახებ წერს გამოცემა RMC Sport.

აღნიშნავენ, რომ ბრაზილიელს არ მოეწონა პსჟ-ის პრეზიდენტის ნასერ ალ-ხელაიფის სიტყვები, რომელმაც სეზონის ბოლოს გამოთქვა იმედი, რომ ნეიმარი მომავალში უფრო მეტ ძალისხმევას გამოიჩენს.

მიუხედავად ამისა, ბრაზილიელის წასვლის ალბათობა დაბალია. მისი მაღალი ხელფასი და სატრანსფერო ღირებულება აშინებს ტოპ-კლუბებს.

მსგავსი