ნეიმარს მსაჯის შეურაცხყოფისთვის დისკვალიფიკაცია ელოდება
ნეიმარს მსაჯის შეურაცხყოფისთვის დისკვალიფიკაცია ელოდება

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდს ნეიმარს დისკვალიფიკაცია ემუქრება მსაჯის შეურაცხყოფისთვის. ინციდენტი საფრანგეთის ჩემპიონატის 22-ე ტურში „მონპელიესთან“ მატჩში მოხდა.

არბიტრმა 27 წლის ბრაზილიელს ყვითელი ბარათი უჩვენა მეტოქეზე განხორციელებული ფინტების სერიის შემდეგ – ჟერომ ბრიზარმა ნეიმარის მოქმედებას დამამცირებელი უწოდა. ფორვარდი აღშფოთდა ამ გადაწყვეტილების გამო და თამაშის შესვენებაზე თანაგუნდელ მარკო ვერატის მიმართა: „მე ფეხბურთს ვთამაშობ, ის კი ყვითელ ბარათს მიჩვენებს! თქვი, რომ მას არ შეუძლია ასე მოქცევა!“

ბრიზარმა გაიგონა ფორვარდის სიტყვები და დამშვიდება ურჩია, ნეიმარმა კი დაუყვირა: „დავმშვიდდე? უყურეთ ამ უკანალს!“ ამ ფრაზის გამო, ფეხბურთელმა, შესაძლოა, დისკვალიფიკაცია მიიღოს.

„პარი სენ-ჟერმენმა“ „მონპელიე“ 5:0 გაანადგურა.