ნეიმარს „მარსელთან" მატჩში ჩხუბის გამო შვიდმატჩიანი დისკვალიფიკაცია ელოდება
ნეიმარს „მარსელთან" მატჩში ჩხუბის გამო შვიდმატჩიანი დისკვალიფიკაცია ელოდება

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდს ნეიმარს მკაცრი სასჯელი ელოდება იმ ინციდენტში მონაწილეობისთვის, რომელიც „მარსელის“ წინააღმდეგ საფრანგეთის ჩემპიონატის მატჩში მოხდა.

RMC-ის მონაცემებით, საფრანგეთის ლიგის სადისციპლინო წესები არასათამაშო ეპიზოდისას ფეხბურთელის მხრიდან აგრესიის გამოვლენის შემთხვევაში შვიდმატჩიან დისკვალიფიკაციას ითვალისწინებთ.

სასჯელის შესახებ ოთხშაბათს გამოცხადდება, როცა გაიმართება ლიგა 1-ის სადისციპლინო კომიტეტის სხდომა.

შეგახსენებთ, რომ ჩხუბის დროს, რომელიც მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მოხდა, ბრაზილიელმა თავში მუშტი დაარტყა „მარსელის“ მცველს ალვარო გონსალესს, რისთვისაც მოედნიდან გააძევეს.

მინდვრიდან გასვლისას, ბრაზილიელმა მეოთხე არბიტრს ანიშნა, რომ „მარსელის“ ერთ-ერთმა მოთამაშემ მას „ბინძური მაიმუნი“ უწოდა და ნეიმარმა ამის გამო ჩართო საქმეში მუშტები.

მატჩი ძალიან უხეში და სკანდალური გამოვიდა: ჯამში არბიტრმა 14 ყვითელი და ხუთი წითელი ბარათი იხმარა.

დატოვე კომენტარი