ნეიმარს იმედი აქვს, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალისთვის ჯანმრთელად იქნება
ნეიმარს იმედი აქვს, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალისთვის ჯანმრთელად იქნება

პარი სენ-ჟერმენის ბრაზილიელი ვარსკვლავი ნეიმარი იმედს გამოთქვამს, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალისთვის სრულად გამოჯანმრთელდება. მერვედფინალის პირველ მატჩში მისმა გუნდმა სტუმრად მანჩესტერ იუნაიტედი დაამარცხა (0-2) და მომდევნო ეტაპზე გასასვლელად დიდი ნაბიჯი გადადგა.

ნეიმარმა, რომელიც 23 იანვარს მიღებული ტრავმის გამო ისვენებს, ბრაზილიურ ინტერნეტ არხს მისცა ინტერვიუ და განაცხადა, რომ ერთი სული აქვს, მოედანს როდის დაუბრუნდება.

„9-10 კვირა ვივარაუდეთ, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ პროცესი დაჩქარდეს. ერთი სული მაქვს, როდის გავალ მოედანზე და იმ საქმეს გავაგრძელებ, რომელიც ამ ქვეყანაზე ყველაზე ძალიან მიყვარს – ფეხბურთის თამაშს“, – აცხადებს ნეიმარი.

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩები 9-10 აპრილს გაიმართება.