ნეიმარს ძველი ტრავმის რეციდივი ემუქრება
ნეიმარს ძველი ტრავმის რეციდივი ემუქრება

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა ნეიმარმა, შესაძლოა, ძველი ტრავმის რეციდივი მიიღოს. ლაპარაკია ფეხის ტრავმაზე, რომელიც ბრაზილიელს გასულ სეზონში აწუხებდა.

პარიზული კლუბის სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელმა ერიკ როლანმა განაცხადა, რომ ფეხბურთელს, შესაძლოა, სერიოზული პრობლემები შეექმნას ფეხზე სრული დატვირთვის შემთხვევაში. როლანის თქმით, არსებობს ტერფის ძვლის მოტეხილობის რეციდივის ალბათობა.

ბრაზილიელმა ძვალი გასული წლის დასაწყისში გაიტეხა და ამის გამო ოპერაციის გადატანა მოუწია. წელს სიტუაცია განმეორდა, ოღონდ, ამჯერად, აღარ გახდა საჭირო ქირურგიული ჩარევა. ამ დაზიანებების გამო, ნეიმარი ვერ დაეხმარა “პარი სენ-ჟერმენს” ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში და ბრაზილიის ნაკრებს – კოპა ამერიკაზე.