ნეიმარს ბრაზილიის ნაკრების კაპიტნობა ჩამოართვეს

09:44, 28.05.2019

ბრაზილიის ნაკრების ფორვარდი ნეიმარი არ იქნება ეროვნული გუნდის კაპიტანი ყატართან და ჰონდურასთან ამხანაგურ მატჩებში, აგრეთვე, კოპა ამერიკაზე. ამის შესახებ ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება.

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტიტემ ამის შესახებ პირადად აცნობა ნეიმარს და ამის შემდეგ, კაპიტნად დანი ალვეში დაასახელა.

კოპა ამერიკისთვის გამოძახებულ ფეხბურთელებს შორის, დანი ალვეშს ყველაზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული ნაკრებში – 138. ბოლოს ის ბრაზილიის ნაკრების კაპიტანი იყო გასული წლის მარტში, გერმანიასთან ამხანაგურ მატჩში.

კოპა ამერიკა ბრაზილიაში 14 ივნისიდან 7 ივლისამდე გაიმართება. ბრაზილია A ჯგუფში ბოლივიასთან, ვენესუელასთან და პერუსთან ერთად ითამაშებს.

მსგავსი