ნეიმარს „ბარსელონაში“ დაბრუნების შანსი აქვს #1TVSPORT
ნეიმარს „ბარსელონაში“ დაბრუნების შანსი აქვს #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი ნეიმარი ამ ზაფხულს, შესაძლოა, „ბარსელონაში“ დაბრუნდეს.

2017 წელს ბრაზილიელმა დატოვა კატალონური კლუბი და 222 მილიონ ევროდ პსჟ-ში გადავიდა. ეს ტრანსფერი დღემდე უმსხვილესად მიიჩნევა ფეხბურთის ისტორიაში. მაგრამ პარიზში გატარებული ექვსი წლის შემდეგ, როგორც ჩანს, კლუბი და ფეხბურთელი მზად არიან ერთმანეთს დაშორდნენ.

„ჩელსი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ იმ გუნდების სიაში არიან, რომლებსაც აინტერესებთ ნეიმარი, მაგრამ „ბარსელონაში“ დაბრუნება პრიორიტეტული ვარიანტია ფეხბურთელისთვის. beIN Sports-ის ჟურნალისტის, ჰალედ ვალიდის ინფორმაციით, პსჟ-სა და „ბარსელონას“ აქვთ შეთანხმება ნეიმარის გადასვლასთან დაკავშირებით, მაგრამ ხელის შემშლელი პირობა შეიძლება გახდეს ფორვარდის ხელფასი. ნეიმარი დაბრუნდება „ბარსაში“, თუ „პარი სენ-ჟერმენი“ დათანხმდება ბრაზილიელის ხელფასის დიდი ნაწილის გადახდას.