„ალ-ჰილალის“ გარემარბი ნეიმარი აპირებს, გაწყვიტოს კონტრაქტი საუდის არაბეთის კლუბთან და, ამასთან, კომპენსაცია მიიღოს. ამის შესახებ ბრაზილიური გამოცემა Globo Esporte-ი წერს.
წყაროს ცნობით, ხელშეკრულების ნაადრევად გაწყვეტის შემთხვევაში, ბრაზილიელ ფეხბურთელს მაინც სურს, მიიღოს 65 მილიონი ევრო, რომელიც მას ხელფასის სახით კონტრაქტის ბოლომდე (2025 წლის ზაფხულამდე) ეკუთვნის.
უფრო ადრე დაიწერა იმის შესახებ, რომ ნეიმარი ახლოს არის მშობლიურ კლუბ „სანტოსში“ დაბრუნებასთან.
ამ სეზონში ნეიმარმა „ალ-ჰილალის“ რიგებში ორი მატჩი ჩაატარა. საერთო ჯამში, მან მოედანზე 42 წუთი გაატარა.