„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა, ნეიმარმა უარი თქვა საუდის არაბეთის ერთ-ერთი კლუბისგან მსხვილ შეთავაზებაზე, – იტყობინება ფრანგული ინტერნეტგამოცემა Foot Mercato.
აღნიშნავენ, რომ ბრაზილიელმა უარყო 400-მილიონიანი წინადადება. ასეთი გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ნეიმარს სასპონსორო ხელშეკრულება აქვს კატარის კომპანია Qatar-თან.
ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, ნეიმარმა ამ ზაფხულს უნდა დატოვოს პარიზი. დიდი ალბათობით, ფორვარდი „მანჩესტერ იუნაიტედში“ გააგრძელებს კარიერას.