ნეიმარმა ტრავმა მოირჩინა და მინდორზე დაბრუნდა (ვიდეო)
ნეიმარმა ტრავმა მოირჩინა და მინდორზე დაბრუნდა (ვიდეო)

„პარი სენ-ჟერმენის“ ვარსკვლავი ნეიმარი ბურთით ინდივიდუალურ ვარჯიშებს დაუბრუნდა. ბრაზილიელი 13 ოქტომბერს, ნიგერიის ნაკრებთან მიღებული ტრავმის შემდეგ ვერ თამაშობს.

მაშინ ნეიმარმა ბარძაყი დაიზიანა ამხანაგურ შეხვედრაში და იქიდან მოყოლებული, აღდგენით პროცესს გადიოდა. ჩემპიონთა ლიგაზე „ბრიუგესთან“ მატჩის წინ, პარიზულმა კლუბმა ვიდეორგოლით გაახარა გულშემატკივრები. ჩანაწერში ნეიმარი ბურთით ვარჯიშობს.

სრულ აღდგენამდე და მატჩებში დაბრუნებამდე ფეხბურთელს კიდევ გარკვეული დრო დასჭირდება, მაგრამ უახლოეს პერიოდში ნეიმარი მზად იქნება მორიგი დაბრუნებისთვის.

2019-2020 წლების სეზონზე ბრაზილიელმა ხუთი მატჩი ჩაატარა და ოთხი გოლი გაიტანა.