ნეიმარმა ტრავმა მიიღო და შესაძლოა კოპა ამერიკა გამოტოვოს (ვიდეო)
ბრაზილიის ნაკრების ფორვარდმა ნეიმარმა ტრავმა მიიღო ყატარის (2:0) წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში. 21-ე წუთზე „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი ევერტონით შეცვალეს.
ნეიმარმა მარჯვენა ფეხი დაიზიანა და დამოუკიდებლად ვერ შეძლო გასახდელში გასვლა.
ბრაზილიამ ორივე გოლი პირველ ტაიმში გაიტანა – მე-16 წუთზე რიშარლისონმა, ხოლო 24-ზე გაბრიელ ჟესუსმა. მატჩის მიწურულს, ყატარს ერთი ბურთის გაქვითვა შეეძლო, მაგრამ ჰუჰიმ ბურთი ძელს მოარტყა.
ბრაზილიამ ასეთი შემადგენლობით ითამაშა:
ედერსონი, მირანდა, მარკინიოსი, ფილიპე ლუიში (76. სანდრო), დანი ალვეში (81. ედერ მილიტაო), ფილიპე კოუტინიო (68. ლუკას პაკეტა), კაზემირო, არტური (66. ფერნანდინიო), გაბრიელ ჟესუსი, ნეიმარი (21. ევერტონი), რიშარლისონი (63. დავიდ ნერეში).
Neymar leaves with an injury in the first half for Brazil #neymar #brazil pic.twitter.com/APuOam9hhl
— All sports highlights (@alex59995309) 6 June 2019