ნეიმარმა თანაგუნდელებს განუცხადა, რომ ზაფხულში „ინტერ მაიამიში“ გადავა #1TVSPORT
„ალ-ჰილალის“ ფორვარდმა ნეიმარმა თანაგუნდელებს აცნობა, რომ თავის ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ „ინტერ მაიამიში“ გადასვლას გეგმავს. ეს ინფორმაცია Sky Sport Switzerland-მა გაავრცელა. 32 წლის ბრაზილიელის კონტრაქტი „ალ-ჰილალთან“ 2025 წლის ზაფხულში იწურება.
„ინტერ მაიამიში“ თამაშობენ „ბარსელონაში“ ნეიმარის ყოფილი თანაგუნდელები – ლიონელ მესი, სერხიო ბუსკეტსი და ჟორდი ალბა. გუნდის მთავარი მწვრთნელია კატალონური კლუბის კიდევ ერთი ყოფილი მოთამაშე ხავიერ მასკერანო.
ადრე წერდნენ იმის შესახებ, რომ ნეიმარსა და „ალ-ჰილალს“ შორის კონტრაქტის გაგრძელებს ნაკლებად სავარაუდოა.
ბრაზილიელმა წელიწადზე მეტი გააცდინა ტრავმის გამო და ამ სეზონში ორ მატჩში მხოლოდ 42 წუთი ითამაშა.