პარი სენ-ჟერმენის ფორვარდი ნეიმარი საერთო ჯგუფში დაბრუნდა და ვარჯიშები განაახლა, – წერს პარიზული კლუბის ოფიციალური ტვიტერი.
27 წლის ბრაზილიელმა მოახერხა სრულად გამოჯანმრთელება ფეხის მოტეხილობის შემდეგ, რომელიც 23 იანვარს, საფრანგეთის თასის 1/16 ფინალის დროს მიიღო.
მიმდინარე სეზონში ნეიმარმა 23 მატჩი ჩაატარა პარი სენ-ჟერმენში, 20 გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი პასი შეასრულა.
პარიზელები 81 ქულით პირველ ადგილზე არიან ცხრილში.