ნეიმარმა „სანტოსთან“ ახალი კონტრაქტი შეათანხმა #1TVSPORT
ნეიმარმა „სანტოსთან“ ახალი კონტრაქტი შეათანხმა #1TVSPORT

ნეიმარმა ახალ კონტრაქტზე მოილაპარაკა „სანტოსთან“.

33 წლის ფორვარდი თავის ამჟამინდელ კლუბში მინიმუმ 2026 წლის დეკემბრამდე დარჩება, – დაწერა სოციალურ ქსელში იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ.

2025 წლის სეზონში ნეიმარმა „სანტოსის“ რიგებში ბრაზილიის ჩემპიონატში 20 მატჩი ჩაატარა და რვა გოლი გაიტანა. ფორვარდი დაეხმარა გუნდს უმაღლეს დივიზიონში ადგილის შენარჩუნებაში.