ნეიმარმა სანაკრებო კარიერა დაასრულა #1TVSPORT

14:11, 29.07.2026

ბრაზიელიელმა ვარსკვლავმა, ნეიმარმა სანაკრებო კარიერა დაასრულა, – ამის შესახებ მან კოპა სუდამერიკანას მატჩის შემდეგ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

34 წლის ფეხბურთელმა ბოლოს ეროვნული გუნდის რიგებში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა, სადაც ბრაზილია მერვედფინალში ნორვეგიასთან 1:2 დამარცხდა. სამხრეთამერიკელთა მხრიდან ამ შეხვედრაში გოლი სწორედ ნეიმარმა გაიტანა.

„ნაკრებში ჩემი დრო დასრულდა. ვქმნიდი ისტორიას, გავიღე ყველაფერი და ძალიან ბედნიერი ვიყავი. მე ყოველთვის ასი პროცენტით ვიბრძოდი და ვიხარჯებოდი ყვითელი მაისურისთვის. ამის გაკეთება აღარ მსურს“, – აღნიშნა ნეიმარმა.

ნეიმარმა ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ისტორიაში 130 მატჩი ჩაატარა და 80 გოლი გაიტანა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. მისი მთავარი მიღწევა ეროვნულ გუნდში 2013 წლის კონფედერაციის თასის მოგება და 2016 წელს ოლიმპიური ოქროს მედლის მოპოვებაა.

მსგავსი