ნეიმარმა საკუთარი სოციალური ქსელებით 34 მილიონი ევრო მიიღო
ნეიმარმა საკუთარი სოციალური ქსელებით 34 მილიონი ევრო მიიღო

„პარი სენ-ჟერმენის“ ბრაზილიელი თავდამსხმელი ნეიმარი სოლიდურ შემოსავალს იღებს საკუთარი პოპულარობის მეშვეობით და მას, ვისაც სოციალურ ქსელში ფეხბურთელის გვერდზე რეკლამის განთავსება სურს, სერიოზული თანხა უნდა გადაიხადოს.

კომპანია Blinkfire-მა ჩაატარა კვლევა, რათა შეეფასებინა პსჟ-ის ფორვარდის შემოსავალი მის სოციალურ ქსელებში განთავსებული რეკლამებიდან.

საბოლოოდ, დაითვალეს, რომ ნეიმარმა სოცქსელებში თავისი გვერდებიდან 34 მილიონი ევრო მიიღო. თუ ერთი შეტყობინების (სულ 74 შეტყობინება იყო) საფასურს დავითვლით, გამოდის, რომ ერთი პოსტის ღირებულება 459 ათასი ევროა.

ამასთან, ნეიმარს 88.8 მილიონი ხელმომწერი ჰყავს Instagram-ზე, 60 მილიონი – Facebook-ზე და 37,6 მილიონი – Twitter-ზე.
ადრე იტყობინებოდნენ, რომ მადრიდის „რეალის“ ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ სოციალურ ქსელში ერთი პოსტისთვის 400 ათას ევროს იღებს.