ნეიმარმა რიო-დე-ჟანეიროს ღამის კლუბში იჩხუბა #1TVSPORT
ნეიმარმა რიო-დე-ჟანეიროს ღამის კლუბში იჩხუბა #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი ნეიმარი მორიგი სკანდალის მონაწილე გახდა.

კატალონური გამოცემის, Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ბრაზილიელმა რიო-დე-ჟანეიროს ერთ-ერთ ღამის კლუბში ჩხუბი აუტეხა უცნობ მამაკაცს.

გარკვეულ მომენტში კონფლიქტში ჩართვა მოუწია კლუბის უსაფრთხოების სამსახურს, რადგან მამაკაცები ფიზიკურ კონტაქტზე გადავიდნენ. უცნობია მიზეზი, რის გამოც ეს ინციდენტი წარმოიშვა.

იტყობინებიან, რომ ნეიმარს კლუბში თავისი ორსული შეყვარებული – ბრუნა ბიანკარდი ახლდა.