ნეიმარმა „რეალში“ ასტრონომიული ხელფასი მოითხოვა
ნეიმარმა „რეალში“ ასტრონომიული ხელფასი მოითხოვა

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა ნეიმარმა შესაძლოა, ზაფხულში კლუბი შეიცვალოს. ამ ინფორმაციას გაზეთი „ასი“ (As) ავრცელებს.

წყარო ამტიცებს, რომ ბრაზილიელი მზად არის მადრიდის „რეალში“ გადასასვლელად, მაგრამ ესპანურ კლუბს ჯერ არ შეუძლია ნეიმარის მოთხოვნების დაკმაყოფილება – ფორვარდს სურს ხელფასის სახით კვირაში 1.3 მილიონი ევრო მიიღოს.

საჭირო თანხის გამოსანთავისუფლებლად, „რეალი“ აპირებს გარეტ ბეილის გაყიდვას.

დღეს „პარი სენ-ჟერმენში“ ბრაზილიელის ხელფასი კვირაში 700 ათასი ევროა.

ნეიმარის კონტრაქტი პარიზელებთან 2022 წლის ივნისამდეა ძალაში.