ნეიმარმა პსჟ-ს აცნობა კლუბის დატოვების სურვილის შესახებ #1TVSPORT
ნეიმარმა პსჟ-ს აცნობა კლუბის დატოვების სურვილის შესახებ #1TVSPORT

ბრაზილიელ ფორვარდს, ნეიმარს ამ ზაფხულს „პარი სენ-ჟერმენის“ დატოვება უნდა, – იტყობინება გაზეთი „ეკიპი“.

წყაროს ცნობით, ნეიმარმა უკვე აცნობა თავისი სურვილის შესახებ პარიზული კლუბის ხელმძღვანელობას.

ბრაზილიელს მიაჩნია, რომ პსჟ არ იცავს თავის მოთამაშეებს მოედნის მიღმა და ამის მაგალითია ინციდენტი, როცა ფანები მაისში ფეხბურთელის სახლთან მივიდნენ და მისგან კლუბის დატოვება მოითხოვეს.

31 წლის ფორვარდს „ბარსელონაში“ დაბრუნება სურს, საიდანაც პსჟ-ში 2017 წელს სარეკორდო თანხად – 222 მილიონ ევროდ გადავიდა.