ნეიმარმა პსჟ-ის ყველა დროის გუნდში შვიდი ბრაზილიელი შეიყვანა
ნეიმარმა პსჟ-ის ყველა დროის გუნდში შვიდი ბრაზილიელი შეიყვანა

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა ნეიმარმა კლუბის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით პარიზელთა ყველა დროის სიმბოლური ნაკრების საკუთარი ვერსია წარმოადგინა.

ბრაზილიელმა თავის გუნდში შვიდი თანამემამულე შეიყვანა:

ჯანლუიჯი ბუფონი (იტალია) – დანი ალვეში, ალექს და კოშტა, დავიდ ლუიში, მაქსველი (ყველა – ბრაზილია) – ტიაგო მოტა, ნენე, რონალდინიო (ყველა – ბრაზილია), დევიდ ბექჰემი (ინგლისი) – ზლატან იბრაჰიმოვიჩი (შვედეთი), ჟორჟ ვეა (ლიბერია).

ნეიმარი „პარი სენ-ჟერმენში“ 2017 წელს „ბარსელონადან“ გადავიდა. ამ სეზონში 28 წლის ფორვარდმა 15 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.