„ნეიმარმა“ „პსჟ“-ის მატჩების ზუსტად ნახევარი გამოტოვა
„ნეიმარმა“ „პსჟ“-ის მატჩების ზუსტად ნახევარი გამოტოვა

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა ნეიმარმა ტრავმის გამო გამოტოვა ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის მატჩი „ბრიუგეს“ წინააღმდეგ.

როგორც ESPN იუწყება, ნეიმარმა პსჟ-ში გადასვლის მომენტიდან (2017 წლის აგვისტო) დღემდე ზუსტად ნახევარი რაოდენობის მატჩები გამოტოვა. ფრანგულ კლუბში 126 მატჩიდან მან ითამაშა 63 და ამდენივეში ვერ შეძლო მოედანზე გასვლა. ამ თამაშების დიდი ნაწილი 27 წლის ნეიმარმა ტრავმების გამო გააცდინა.

„პარი სენ-ჟერმენმა“ ნეიმარი „ბარსელონადან“ მსოფლიო ფეხბურთისთვის სარეკორდო თანხად – 222 მილიონ ევროდ შეიძინა. 63 მატჩში ბრაზილიელმა 55 გოლი გაიტანა.

დატოვე კომენტარი