ნეიმარმა პსჟ-დან წასვლაზე უარი განაცხადა #1TVSPORT
ნეიმარმა პსჟ-დან წასვლაზე უარი განაცხადა #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა ნეიმარმა უარი თქვა ამ ზაფხულს პარიზული კლუბის დატოვებაზე, – ამის შესახებ წერს გაზეთი „მარკა“.

წყაროს ცნობით, პსჟ-ს სურს განტვირთოს სახელფასო ბიუჯეტი, რისთვისაც უნდა გამოეთხოვოს რამდენიმე ფეხბურთელს. ერთ-ერთი კანდიდატი იყო ნეიმარი, რომლის წლიური ხელფასი 50 მილიონი ევროს ოდენობით სერიოზულად ურტყამს პარიზელთა ბიუჯეტს, მაგრამ 30 წლის ფეხბურთელმა აცნობა გუნდს, რომ წასვლას არ გეგმავს.

ნეიმარი „პარი სენ-ჟერმენში“ 2017 წლიდან თამაშობს. ამ სეზონში მან 28 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე, 13 გოლი გაიტანა და რვა შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მისი კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში.