ნეიმარმა პსჟ-დან წასვლა გადაიფიქრა #1TVSPORT
ნეიმარმა პსჟ-დან წასვლა გადაიფიქრა #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა ნეიმარმა მოახლოებული მსოფლიოს ჩემპიონატის გამო, ფრანგული კლუბიდან წასვლა გადაიფიქრა.

წყაროს ცნობით, ნეიმარი კონცენტრირებულია ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში წარმატებულ გამოსვლაზე, ამიტომაც ვარსკვლავურმა ფორვარდმა მინიმუმ ზამთრამდე გადადო კლუბის შეცვლის საკითხი.

ნეიმარის მოქმედი კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე მოქმედებს,

მსოფლიოს ჩემპიონატი ყატარში 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე გაიმართება.