ნეიმარმა პოკერის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში ითამაშა #1TVSPORT
ნეიმარმა პოკერის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში ითამაშა #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა ნეიმარმა პროფესიულ პოკერში მოსინჯა ძალები.

ბრაზილიელმა დამოუკიდებლად პირველად ითამაშა პოკერის მსოფლიო სერიაში – ეს არის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი პოკერის სამყაროში.

ნეიმარმა პირველადი შენატანის სახით 10 ათასი დოლარი შეიტანა. ტურნირი ლას ვეგასის კაზინო „პარიზში“ გაიმართა. ფეხბურთელი პირველივე წრიდან გამოეთიშა ბრძოლას. აღნიშნავენ, რომ ნეიმარი მეტად აქტიური იყო, ათამაშებდა სხვადასხვა კომბინაციას და რისკზე წასვლას არ ერიდებოდა.

ნეიმარმა ამ ტურნირზე თამაშის უფლება ჯერ კიდევ 2015 წლის ივნისში მოიპოვა – წინასწარ ტურნირში გამარჯვების წყალობით, მაგრამ მაშინ ვერ შეძლო გამოსვლა, რადგან ბრაზილიის ნაკრებთან ერთად ოლიმპიადაზე თამაშობდა.