„სანტოსის“ ფორვარდი ნეიმარი ბრენდ Pele-ზე უფლებების მფლობელი გახდა. ამის შესახებ ინტერნეტ-გამოცემა UOL წერს.
წყაროს ცნობით, ნეიმარმა მსოფლიოს სამგზის ჩემპიონის ბრენდი კომპანია NR Sports მეშვეობით შეიძინა, რომელიც 33 წლის ფეხბურთელის მამას ეკუთვნის.
გარიგების ღირებულებამ 18 მილიონი დოლარი შეადგინა. ამიერიდან, ნეიმარს ეკუთვნის სრული უფლებები გამოსახულებაზე, სახელის გამოყენებასა და ისტორიულ არქივებზე.