„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა ნეიმარმა უარი თქვა თავის ამჟამინდელ კლუბთან ახალი კონტრაქტის განხილვაზე. ბრაზილიელი ჯერ ისევ იმედოვნებს „ბარსელონაში“ დაბრუნებას.
ნეიმარი დარწმუნებულია, რომ არ დატოვა „პარი სენ-ჟერმენი“ ამ ზაფხულს მხოლოდ იმის გამო, რომ მისი ტრანსფერი დაბლოკა კლუბის პრეზიდენტმა ნასერ ალ-ჰელაიფიმ. კატალონიაში დაბრუნება – მისთვის პრიორიტეტია, ამიტომაც ფეხბურთელი არ აპირებს მოლაპარაკებების დაწყებას მიმდინარე შრომითი ხელშეკრულების გაგრძელებაზე. ნეიმარის კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდეა ძალაში.
ალ-ჰელაიფი პსჟ-ს 2011 წლიდან მართავს. ის არის ფონდ „კატარ სპორტს ინვესტმენტსის“ (Qatar Sports Investments) თავმჯდომარე, რომელიც დაარსებულია ყატარის ემირის მიერ.
ნეიმარი „პარი სენ-ჟერმენში“ 2017 წლიდან თამაშობს.