ნეიმარმა ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო
ნეიმარმა ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო

საფრანგეთის პროფესიული საფეხბურთო ლიგის სადისციპლინო კომიტეტმა გამოაცხადა იმ დისციპლინარული სანქციების შესახებ, რომელიც „პარი სენ-ჟერმენისა“ და „მარსელის“ ფეხბურთელებს დაუწესეს,

ამ გუნდების მატჩის დროს, ფეხბურთელებს შორის მასიური ჩხუბი დაიწყო, რომლის შედეგადაც მსაჯმა ჯამში ხუთ მოთამაშეს უჩვენა წითელი ბარათი. პარიზელთა ფორვარდმა ნეიმარმა კეფაში მუშტი ჩაარტყა „მარსელის“ მცველს ალვარო გონსალესს. მატჩის შემდეგ ბრაზილიელმა ვარსკვლავმა განაცხადა, რომ ალვარესი მას რასიზმის ნიადაგზე შეურაცხყოფდა.

საბოლოოდ, ნეიმარმა და პსჟ-ის კიდევ ერთმა ნახევარმცველმა ლეანდრო პარედესმა ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღეს, ექვსი მატჩით დაისაჯა მცველი ლეივინ კურზავა. „მარსელში“ სამ მატჩს გამოტოვებს მცველი ჟორდან ამავი, ერთს – ფორვარდი დარიო ბენედეტო.

ასევე სადისციპლინო კომიტეტი გამოიძიებს გონსალესის სავარაუდო რასისტულ ფრაზებს. ასევე ცალკე განიხილავენ ეპიზოდს, რომელშიც „პარი სენ-ჟერმენის“ ნახევარმცველმა ანხელ დი მარიამ გონსალესს შეაფურთხა.