ნეიმარმა მორიგი ტრავმა მიიღო და, მინიმუმ, ერთ თვეს გამოტოვებს #1TVSPORT
ბრაზილიურმა „სანტოსმა“ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაცხადა, რომ გუნდის ფორვარდმა, ნეიმარმა მარჯვენა ბარძაყის ტრავმა მიიღო.
კლუბის ინფორმაციით, ფეხბურთელმა უკვე დაიწყო მკურნალობა, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში შეძლოს მინდორზე დაბრუნება.
თავის მხრივ, გამოცემა UOL Esporte-ს ჟურნალისტმა, ლუკა მუსეტიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 33 წლის ბრაზილიელს ამ დაზიანების გამო, მინიმუმ, ერთი თვის გამოტოვება მოუწევს.
ამ სეზონში ნეიმარმა ყველა ტურნირზე 21 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ექვსი გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. ფორვარდი, ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის გადაწყვეტილებით, არ იყო გამოძახებული ეროვნულ გუნდში სექტემბრის სანაკრებო ფანჯრის დროს.