„ბარსელონასა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ ყოფილმა ფორვარდმა, ნეიმარმა განაცხადა, რომ აქვს სურვილი ისევ ითამაშოს ერთ გუნდში თავის ყოფილ თანაგუნდელთან ლიონელ მესისთან.
ნეიმარი დღეს საუდის არაბეთის „ალ-ჰილალის“ ფეხბურთელია, მესი კი „ინტერ მაიამიში“ თამაშობს.
„ამის იმედი მაქვს. ვიმედოვნებ, ჩვენ ისევ ვითამაშებთ ერთად. ის შესანიშნავი ადამიანია, ეს ყველამ იცის. ვფიქრობ, ლეო ბედნიერია მაიამიში. და თუ ის ბედნიერია, მაშინ მეც ასევე ვგრძნობ თავს“, – განუცხადა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ESPN Argentina-ს.