ნეიმარმა მენისკის ოპერაცია წარმატებით გადაიტანა #1TVSPORT
ნეიმარმა მენისკის ოპერაცია წარმატებით გადაიტანა #1TVSPORT

ბრაზილიური „სანტოსის“ პრესსამსახურმა სოციალურ ქსელში გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ გუნდის გარემარბმა ნეიმარმა წარმატებით გადაიტანა ართროსკოპიული ოპერაცია მედიალური მენისკის გაწყვეტის შემდეგ.

ნოემბერში ნეიმარმა სამედიცინო შემოწმება გაიარა სან პაულუში, სადაც მას მენისკის დაზიანება დაუდგინეს. ამის შემდეგ ფორვარდი ბრაზილიის ჩემპიონატის 37-ე ტურში „ჟუვენტუდეს“ წინააღმდეგ სათამაშოდ გავიდა და ჰეთ-თრიკი შეასრულა. „სანტოსმა“ შეხვედრა 3:0 მოიგო და ამის წყალობით შეინარჩუნა ადგილი ბრაზილიის უმაღლეს დივიზიონში.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ხანი ვერ შეძლებს ნეიმარი ვარჯიშს. 33 წლის ბრაზილიელმა განვლილ სეზონში 28 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 11 გოლი გაიტანა.